თურქეთის ტურიზმის სამინისტრო - საგანგებო მდგომარეობა თურქეთში ჩასულ ტურისტებზე  არ ვრცელდება

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, გუშინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა თურქეთში ჩასულ ტურისტებზე არანაირად არ ვრცელდება.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს აღნიშნულ განცხადებას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.

„2016 წლის 21 ივლისიდან მთელ ქვეყანაში სამი თვით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არის საკონსტიტუციო სამართლებრივი წესების ფარგლებში შემოღებული რეგულაციების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთოების ზომების გაზრდას მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების საფრთხეებთან სახელმწიფოს ბრძოლის საკითხში. აღნიშნული რეგულაციების პაკეტი არ ითვალისწინებს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას. დაწესებული უსაფრთოების ზომები არანაირ გავლენას არ ახდენს თურქეთის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასა და თურქეთში ჩამოსული სტუმრების გადაადგილებებსა და დასვენებებზე, არ ქმნის რაიმე სახის წინაღობას საერთაშორისო ტურიზმსა და საჰაერო გადაადგილებებზე. არ არსებობს რაიმე უარყოფითი მდგომარეობა, რომელიც გავლენას მოახდენს თურქეთის სხვადასხვა ადგილას მყოფი სტუმრების დასვენების უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.