ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა დღეს ფიზიკაში ჩააბარეს. ფიზიკის გამოცდაზე დარეგისტრირებული 600-ზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდაზე 96%-ზე მეტი გამოცხადდა.
გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოდან დაიწყება. თითოეული საგნის შედეგი გასწორების დასრულებისთანავე ეტაპობრივად განთავსდება ვებგვერდზე: online.nace.ge.
აბიტურიენტებს საშუალება აქვთ სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.