მიუნხენში მომხდარ სროლებს პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

მიუნხენის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები გუშინ ქალაქში მომხდარ სროლებს ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას აძლევენ.

პოლიციამ სპეცოპერაცია ქალაქის ცენტრალური ნაწილის მთელ ტერიტორიაზე ჩაატარა. დაღუპულია 9 ადამიანი. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.