პოლონეთმა რუსეთს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე უარი უთხრა

პოლონეთი „გაზპრომისა“ და მისი ექვსი ევროპელი პარტნიორის მიერ გაზესადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგია.

ქვეყნის ანტიმონოპოლიური სამსახურის განცხადებით, გაზსადენთან დაკავშირებით კომპანიის შექმნამ შესაძლოა, უფრო გააძლიეროს „გაზპრომის“ მონოპოლია.

„გაზპრომი“ პოლონეთის ბაზარზე მკვეთრად დომინირებს, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ კი კიდევ უფრო გააძლიერებს რუსული კომპანიის დომინირებას“, - ნათქვამია პოლონეთის ანტიმონოპოლიური უწყების განცხადებაში.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილირუსეთის ხელისუფლების განცხადებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ „გაზპრომს“ უკრაინის ავლით გაზის ტრანზიტის შესაძლებლობას მისცემს.

პროექტი რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის ფსკერზე საზღვაო გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება.