NASA-მ დედამიწაზე ცხოვრების 1 წელი 3-წუთიან ვიდეოში ასახა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) 3-წუთიანი ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელშიც დედამიწაზე 1-წლიანი ცხოვრებაა ასახული.

რგოლში DSCOVR (Deep Space Climate Observatory)-ის თანამგზავრის მიერ 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებიდანა გადაღებული ფოტოებია გამოყენებული, რომელსაც თანამგზავრი ერთი წლის განმავლობაში იღებდა. DSCOVR ყოველ ორ საათში აფიქსირებდა პლანეტაზე მიმდინარე მოვლენებს.

დედამიწასა და მზეზე დასაკვირვებლად NASA-მ თანამგზავრი 2015 წლის თებერვალში გაუშვა კოსმოსში. კოსმოსში.