ესპანეთის ერთ-ერთ კუნძულზე ბენზინზე მომუშავე მანქანების მოძრაობა იკრძალება

ესპანეთში მდებარე ფორმენტერას კუნძული პირველი კუნძული გახდება ევროპაში, სადაც უახლოეს მომავალში სრულად აიკრძალება ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა.

კუნძულის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ფორმენტერაზე მხოლოდ ელექტრომობილებით გადაადგილება იქნება დაშვებული.

ფერმენტერას მოსახლეობის რაოდენობა 12 000-ს შეადგენს, თუმცა ტურისტულ სეზონზე პატარა კუნძულზე 15 000-მდე მანქანა გადაადგილდება.

კუნძულზე მდებარე სასტუმროებსა და საოჯახო სასტუმროებს ადგილობრივი ხელისუფლება საგადასახადო შეღავათებს დაუწესებს, რათა სასტუმროების მფლობელებმა ელექტრომობილების დასატენი სადგურები დაამონტაჟონ.

კომპანია „სიტროენმა“ კუნძულს პირველ ეტაპზე უფასოდ გადასცა 6 ელექტრომობილი, რომელთა ღირებულება 25 000 ევროა.