ორმეფობა საქართველოში და "ორი დავითის მონეტა"

1247 წელს მონღოლებმა საქართველოს სამეფო ტახტზე თანაბარი უფლებებით ერთდროულად ორი მეფე დასვეს : დავით-ულუ, ძე ლაშა გიორგისა, რომელიც რუსუდანის სიცოცხლეში რუმის სულთანთან პატიმრობაში იმყოფებოდა და დავით-ნარინი, ძე რუსუდანისა. 1259 წელს დავით-ნარინი მონღოლებს აუჯანყდა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. დავით-ულუ კი აღმოსავლეთში დარჩა.

1260 წელს თავად დავით-ულუც განუდგა მონღოლებს და სამცხის სპასალართან, სარგის ჯაყელთან, შეაფარა თავი. ქართული მხედრობა მონღოლთა მოთხოვნისამებრ, მორიგ ლაშქრობაში გასამგზავრებლად შეკრებილიყო. დავით-ულუმ ერისთავებს განუცხადა, რომ ის აღარ აპირებდა მონღოლთა შეურაცხმყოფელი მითითებით ცხოვრებას, აღარ ეახლებოდა ყაენს. მეფეს, ერისთავებს შორის, მხარდაჭერა მხოლოდ სარგის ჯაყელმა ციხისჯვარელმა გამოუცხადა.

როდესაც დავით-ულუს დასასჯელად მონღოლური მხედრობა დაიძრა, სარგის ჯაყელმა მტრებს ხელში არ ჩაუგდო მეფე და დიდი პატივით გააცილა დასავლეთ საქართველოში, დავით-ნარინთან. ნარინმა სიხარულით მიიღო ბიძაშვილი. დავით-ულუ 1263 წლამდე დასავლეთ საქართველოში დარჩა. მათი ერთად მეფობის დროს მოიჭრა ბიზანტიური ტიპის ვერცხლის მონეტა, რომელიც "ორი დავითის მონეტის" სახელითაა ცნობილი.

დრამა. ვერცხლი. დავით VI ნარინი (1247-1293) და დავით VII ულუ (1247-1270)

Av. გამოსახულია ორი მეფე. მათ შორის ლაბარუმი. ქართული ზედწერილი: "მეფეთ მეფე დავით. დავით მეფე".

Rv. გამოსახულია ღვთისმშობელი. ქართული ასომთავრული ზედწერილი: "დედაი ღვთისაი".

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი