რა უნდა გაითვალისწინონ ფიზიკურმა პირებმა ბინის გაქირავებისას

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფიზიკური პირებისთვის იმ წესებს განმარტავს, რომელიც მათ ბინების გაქირავებისას უნდა გაითვალისწინონ.

"თუ ფიზიკური პირი საცხოვრებელ ფართს საცხოვრებელი მიზნით აქირავებს იურიდიულ პირს, ორგანიზაციას, მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად 20 პროცენტისა. შეღავათი მოქმედებს 2016 წლის 1-ლი იანვრიდან.

თუ ფიზიკური პირი საცხოვრებელ ფართობს აქირავებს ფიზიკურ პირს, მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5% -იანი განაკვეთით, ნაცვლად მანამდე არსებული 20%-იანი განაკვეთისა. შეღავათი ფიზიკური პირებისთვის მოქმედებს 2015 წლის 1-ლი იანვრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ფიზიკური პირებისთვის საგადახადო ტვირთის შემსუბუქებას, ხოლო მეორე მხრივ, უფრო მიმზიდველს გახდის უძრავი ქონების ბაზარსა და სამშენებლო სექტორს", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.