ჩინეთში ინტერნეტ რეკლამის დაბლოკვა იკრძალება

ჩინეთში ინტერნეტ რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებით ახალი კანონების ამოქმედება იგეგმება.

კანონპროექტის თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ონლაინ რეკლამის დაბლოკვა აიკრძალება.

კერძოდ, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ჩინეთში იკრძალება „მობილური მოწყობილობების, აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც არღვევენ ან ფარავენ სარეკლამო ინფორმაციას, ბლოკავენ რეკლამას ან არაკანონიერად ახდენენ რეკლამის ჩამოტვირთვას“, - ნათქვამია კანონპროექტში.

გარდა ამისა, ახალი კანონპროექტი შეზღუდვებს უწესებს ტექნიკურ კომპანიებს, რომლებიც აფერხებენ ან ახდენენ ინტერნეტ სარეკლამო კამპანიის ფილტრაციას.

ჩინეთში ინიცირებული კანონპროექტი Adblock Plus-ის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. Adblock Plus-ის ხელმძღვანელის ბენ უილიამსის განცხადებით, ჩინეთში ახალი რეგულაციების შემოღება ქვეყნის მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ჩინეთში დაახლოებით 159 მომხმარებელს აქვს ჩართული Adblock Plus.

„არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც დაუშვებელია მომხმარებელს რეკლამის დაბლოკვა ავუკრძალოთ. პირველ წიგში, ეს საინფორმაციო უსაფრთხოებას ეხება“, - აღნიშნა ბენ უილიამსიმა.

ჩინეთის გარდა, რეკლამის დამბლოკავთა წინააღმდეგ, მათ შორის Adblock Plus-ის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც გამოდიან. გერმანიაში Adblock Plus-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი რამდენიმე ადგილობრივმა გამომცემლობამ შეიტანა.