NDI - გამოკითხულთა 25%-ის თქმით,  2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა

NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა.

შესაბამის შეკითხვაზე, კატეგორია „იგივე დარჩა“ რესპონდენტთა 53 %-მა აირჩია. გამოკითხულთა 19 %-მა განაცხადა, რომ „გაუმჯობესდა“, 25 %-მა კი აღნიშნა, რომ „გაუარესდა“. კატეგორიაზე „არ ვიცი“ მოდის რესპონდენტთა 2 %.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის აგვისტოში ამავე შეკითხვაზე არსებული მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურებოდა: „გაუმჯობესდა“ – 9 %, „იგივე დარჩა“ – 47 % და „გაუარესდა“ – 43 %.

„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.