თურქეთის ელჩი - სარფის საბაჟო პუნქტზე სატვირთო მანქანების რიგი თურქეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას არ უკავშირდება

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განაცხადებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების რიგი თურქეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას არ უკავშირდება.

როგორც თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მსგავსი პრობლემა ყოველ ზაფხულს იქმნება, რადგან სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარიანობა დიდი არ არის.

ელჩის განცხადებით, თურქეთის მთავრობაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა განცხადება, რომ ყველა საბაჟო პუნქტზე, მათ შორის სარფშიც, უნდა დაწესდეს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპი და ამ კუთხით თურქეთი საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს.