კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64 %-სთვის მისაღებია საქართველო ნატო-ს წევრი  გახდეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულ რესპონდენტთა 22% აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი, მიუღებელია.

კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.