კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობას გარემოს დაბინძურება აწუხებს

NDI-ის გამოკითხვის თანახმად, თბილისის მოსახლეობას გარემოს დაბინძურება აწუხებს.

კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თბილისს აწუხებს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: გარემოს დაბინძურება - 38%, საგზაო მოძრაობა - 34%, გზები - 28%, პარკირება - 26%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - 23%, სუფთა ქუჩები - 21%, პარკები და გამწვანება - 21%, უსახლკარო ცხოველები - 11%, სათამაშო მოედნები - 8%, სპორტული და დასასვენებელი დაწესებულებები - 7%, კულტურული დაწესებულებების არსებობა - 7%, სკოლების კეთილმოწყობა - 6%, საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა - 6%, ნაგვის შეგროვება - 5%, კანალიზაცია - 5%, წყლით მომარაგება - 4%, ქუჩის განათება - 4%, გაზმომარაგება - 3%, პირობები საბავშვო ბაღებში - 2%, ელექტროენერგიით მომარაგება - 1%, სხვა - 2%.