ვიქტორ ორბანი - იმიგრაცია საწამლავია და ჩვენ მას არ გადავყლაპავთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მიგრაცია არ არის საკითხის მოგვარება, ის პრობლემაა.

“იმიგრაცია არ არის წამალი, ის საწამლავია და ჩვენ მას არ გადავყლაპავთ”, - როგორც euroline.ge წერს, ამის შესახებ ორბანმა ბუდაპეშტში, ავსტრიის კანცლერთან, კრისტიან კერნთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უნგრეთის პრემიერმა, რომელიც ავსტრიას დათანხმდა, რამდენიმე ათეული მიგრანტი უკან, უნგრეთში მიიღოს, ასევე აღნიშნა, რომ არანაირი საჭიროება ევროკავშირის ერთიანი მიგრაციის პოლიტიკის შემუშავების არ არსებობს.

“ვისაც სჭირდება მიგრანტები, მანვე მიიღოს ისინი”, - აღნიშნა ორბანმა და დასძინა, რომ თითოეული მიგრანტი უსაფრთხოებისათვის რისკს წარმოადგენს.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=9080