გაითვალისწინეთ, სანამ საზამთროსა და ნესვს იყიდით - სეს-ის შემოწმების შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტო ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით სავაჭრო ობიექტებში მონიტორინგის პროცესს აგრძელებს. სააგენტომ სარეალიზაციოდ გამოტანილი ბაღჩეული კულტურები შეამოწმა, მათ შორის, საზამთრო და ნესვი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საზამთროსა და ნესვში სხვადასხვა ნივთიერების შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება, თუმცა მცირე შეუსაბამობა დაფიქსირდა, რის გამოც პროდუქცია რეალიზაციიდან ამოიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, პროდუქციის შერჩევისას ყურადღება მის გარეგნულ მდგომარეობაზე გაამახვილოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე