რამდენ ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან წელს?

რეგიონებში ხორბლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე აღებულია თავთავიანი კულტურების მოსავლის ნახევარი. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვარაუდობენ, წელს ხორბლის მოსავალი დაახლოებით 180 ათასი ტონა იქნება, თავთავიანი კულტურების მოსავალი მთლიანობაში კი 250 ათას ტონას შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტია. ამასთან, გაზრდილია როგორც ნათესი ფართობები, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობა. ასევე გაუმჯობესებულია მოსავლის ხარისხიც. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, თავთავიანი კულტურების მოსავლის ზრდა სხვადასხვა ჯიშის სწორად გამოყენებას უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე