ცნობილი ბრენდების არასწორი რეკლამა ფილმებში

გამოცემა Wahtculture-მა არასწორ დროს და შეუსაბამოდ გამოყენებული არაპირდაპირი რეკლამა, ე.წ. პროდაქტ-ფლეისმენთის მომენტები გამოყო.

გამოცემის აზრით, იმის ნაცვლად, რომ ამ მომენტებს მომხმარებლის ყურადღება პროდუქტის მწარმოებელი კომპანიისადმი მიეპყროთ, პირიქით, მომხმარებელი გააღიზიანეს.

„მე, რობოტი“

ალექს პროიასის მხატვრულ ფილმში „მე, რობოტი“ მოქმედება მომავალში ხდება, სადაც რობოტები ადამიანების დამხმარეები არიან. ფილმის თითქმის დასაწყისშივე მთავარი გმირი - მსახიობი უილ სმიტი „კონვერსს“ კედებს იცვამს, რომელიც ზუსტად იმ წელს გამოვიდა გაყიდვაში. ფილმის მიმდინარეობისას, მნიშვნელოვან ეპიზოდებში „კონვერსის“ კედებზე ფოკუსი ოთხჯერ არის.

თუმცა, Wahtculture-ის რედაქცია მიიჩნევს, რომ ძალიან გამაღიზიანებელი იყო მომენტი, როდესაც მთავარ გმირს ბოსი საყვადურობს და ოთახიდან აგდებს და ამ დროს, მოულოდნელად ამბობს: „რა კარგი ფეხსაცმელია“.

მსოფლიო ომი Z

ფილმში, რომელშიც მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს, „პეპსის“ არაპირდაპირი რეკლამაა.

ერთ-ერთი ეპიზოდში, რა დროსაც მთავარი პერსონაჟი ზომბისგან დამალვის მიზნით, ვირუსდება და დუნდება, გმირი თანდათან კარგავს იმუნიტეტს და სწორედ ამ დროს ხვდება სასადილოში, სადაც ამსხვრევს აპარატს და „პეპსის“ სვამს.

„კონტაქტი“

თავის სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმში რეჟისორმა რობერტ ზემეკისმა 1996 წლის აგვისტოში ბილ კლინტონის მიერ გამართული პრესკონფერენციის კადრები გამოიყენა, რომელიც ტელეკომპანია CNN-ს ეკუთვნოდა. რეალობაში კლინტონი საუბრობდა ქვაზე, რომელიც სავარაუდოდ, მარსიდან ჩამოვარდა, ზემეკისის ფილმში კი უცხოპლანეტელი წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. ასეთ ცვლილებებს თეთრი სახლის მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

მართალია, ფილმში ასევე გამოყენებული იყო CNN-ის ლოგო, თუმცა ტელეკომპანიაც და რეჟისორიც ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულეს. ამ ამბის შემდეგ CNN-მა სამუდამოდ თქვა უარი საკუთარი ბრენდის ელემენტების გამოყენებაზე რომელიმე მხატვრულ ფილმში.