ეროვნული ბანკი და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი დღეს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებენ

საქართველოს ეროვნული ბანკი და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი (SBFIC) დღეს საერთაშორისო კონფერენციას - ”ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის” უმასპინძლებენ.

შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გახსნის, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიას წარუდგენს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.