ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 2,9% შეადგინა

2016 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,9 პროცენტი შეადგინა

"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2016 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,1 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ - 2,9 პროცენტი შეადგინა.

"საქსტატი" ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს 2012 წლის იანვრიდან ახორციელებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.