რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ საქართველოში შემოსვლას გეგმავს

რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ 2016 წლის ბოლოსთვის საქართველოში, ყაზახეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლას გეგმავს.

ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ტიგრან ხუდავერდიანმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყაზახეთთან, საქართველოსთან და ბალტიისპირეთის ორ ქალაქთან - რიგასთან და ტალინთან. თუმცა, კონკრეტულად რომელ ქალაქში გამოჩნდება პირველად ჩვენი ტაქსი, ამის თქმა ჯერ გამიჭირდება“, - აღნიშნა ხუდავერდიანმა.

კომპანია რუსეთის 20 ქალაქშია წარმოდგენილი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე