აშშ იაპონიას ოკინავას კუნძულის ტერიტორიას დაუბრუნებს

აშშ იაპონიას  კუნძულ ოკინავას ნაწილს დაუბრუნებს, სადაც ამერიკელი სამხედროები მომზადებას გადიოდნენ.

„როიტერის“ ცნობით, ვაშინგტონი იაპონიას 4 ჰა მიწას დაუბრუნებს, რაც აშშ-ის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 17%-ია. ოკინავა აშშ-ის კონტროლქვეშ 1972 წლიდანაა და მას შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკა იაპონიას მიწას დაუბრუნებს.

ბანაკ Camp Gonsalves-ის იაპონიისთვის გადაცემა ჯერ კიდევ 1996 წელს იყო შეთანხმებული, თუმცა ამ დრომდე არ განხორციელებულა.