ფრანგები ხელფასის ნახევარზე მეტს გადასახადებში იხდიან

საფრანგეთში დასაქმებულები საკუთარი წლიური ხელფასის 57,3%-ს გადასახადებში იხდიან.

ამ მაჩვენებლით ეს ქვეყანა  ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიდერია. ანგარიში რომელიც ფრანკო-ბელგიურმა ინსტიტუტმა „მოლინარიმ“ მოამზადა, გამოცემა Le Figaro-მ გამოაქვეყნა.

ამ რეიტინგში საფრანგეთმა პირველად გაუსწრო ბელგიას (56,9%), რომელიც ბოლო რამდენიმე წელია გადასახადების წილობრივი მოცულობის მიხედვით ლიდერი იყო. ავსტრიასა და უნგრეთში ეს მაჩვენებელი  54,7% და 54,1%-ს, გერმანიაში 52,36%, იტალიაში 50,13%, დიდ ბრიტანეთში კი 35,3% აღწევს.

ქვეყნები, სადაც წლიური ხელფასიდან გადასახადებზე ყველაზე ნაკლები წილი მოდის, არიან - ირლანდია 32,6%, მალტა 29,4% და კვიპროსი 23,85%. კვლევა ევროკავშირის 28 ქვეყანაში ჩატარდა.

კოკა კვირკველია