დოლარი შესაძლოა 5%-ით გაუფასურდეს

უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში დოლარის კურსი შესაძლოა, 5%-ით დაეცეს. ამის შესახებ მოსაზრებას ავრცელებს ამერიკული საინვესტიციო ბანკის, "მორგან სტენლის" წამყვანი ექსპერტი. ჰანს რედეკერი ამ პროგნოზს ამერიკაში შექმნილი ვითარებით და შემცირებული შიდა მოთხოვნით ხსნის.

როგორც სააგენტო "ბლუმბერგი" იუწყება, რედეკერმა, რომელიც "მორგან სტენსლის" მთავარი სტრატეგია, დოლართან დაკავშირებული პროგნოზი თავის კლიენტებს უკვე დაუგზავნა.

"ჩვენ პესიმისტურად ვართ განწყობილი ამერიკის ეკონომიკის უახლოესი პერსპექტივების მიმართ", - აღნიშნა "ბლუმბერგთან" ინტერვიუში ექსპერტმა და დასტურად ამერიკის შიდა ინდიკატორები მოიყვანა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე