საქართველოში რუსი ბიზნესმენები ჩამოდიან

თბილისში 2 აგვისტოს ქართულ-რუსული კონფერენცია და ბიზნესშეხვედრები გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ "ივენთცენტრის" საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს. როგორც ირკვევა, ქართველ მეწარმეებს ომსკის ოლქის, სტავროპოლის მხარის და რესპუბლიკა უდმურტეთის ბიზნესმენები შეხვდებიან.

კონფერენციის შემდეგ დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები B2B ფორმატში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნებიან ათზე მეტი სხვადასხვა დარგის მეწარმეები, მათ შორის - კვების მრეწველობიდან, სამშენებლო ინდუსტრიიდან და პოლიგრაფიული ბიზნესიდან.