როგორ გამოიყურება ახალი 7–ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში

რუსთაველის გამზირზე შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო „ბილტმორ თბილისი” გაიხსნა. სასტუმროს მფლობელი კომპანია „დაბი ჯგუფია“. „ბალტმორ თბილისი“ მთლიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 214 ნომერი აქვს. პროექტის განხორციელბისათვის 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სასტუმროს მენეჯმენტის ინფორმაციით, სტუმრებს 8 კატეგორიის ოთახის არჩევა შეუძლიათ, მათ შორის — მდიდრული სამეფო აპარტამენტისაც.

როგორც სასტუმროში აცხადებენ, გასტრონომიული სურვილების დასაკმაყოფილებლად, 6 სხვადასხვა სახის რესტორანი და ლაუნჯების ნაკრები იმუშავებს, რომლებიც რამდენიმე თვეში გაიხსნება. ვახშმისთვის სტუმრებს შეუძლიათ სასტუმროს 32-ე სართულზე განთავსებული რესტორნით ისარგებლონ, რომელიც მათ მთელი დღის განმავლობაში საერთაშორისო კერძებს სთავაზობს. „ბილტმორს“ გამაჯანსაღებელი ცენტრი, შიდა აუზი და სრულად აღჭურვილი სატრენაჟორო დარბაზი ექნება. სიმშვიდის და რელაქსაციის მისაღწევად სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მდიდრული, მრავალი გამაჯანსაღებელი პროცედურებით აღჭურვილი სპათი ისარგებლონ. სასტუმროში კორპორაციული საღამოების, ბიზნეს შეხვედრების, წვეულებების და ქორწილების ორგანიზებისთვის, საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები და შეხვედრების 4 ოთახია გამოყოფილი.