Amazon-მა საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით Facebook-ს გაასწრო

ამერიკულმა ონლაინ-რიტეილერმა Amazon-მა ამერიკის სავაჭრო ბირჟაზე საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით სოციალურ ქსელ Facebook-სა და უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ს გაასწრო.

ამის შესახებ MarketWatch-ი იუწყება.

პორტალის ცნობით, ამაზონის აქციებზე ფასი 1,5%-ით 11,46 დოლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის კაპიტალიზაციამ 360,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. Facebook-ის აქციები კი 0,2%-ით შემცირდა და კაპიტალიზაციამ 356,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საბაზრო ღირებულების მიხედვით, ამერიკის უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში ასევე მოხვდნენ: Apple – 561,3 მილიარდი დოლარით, Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet - 540 მილიარდი დოლარით და Exxon Mobil - 365,7 მილიარდი დოლარით. Berkshire Hathaway კი ამ დროისთვის მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Amazon-მა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა. კომპანიის სუფთა შემოსავალმა ამ პერიოდში 1,37 მილიარდი დოლარი შეადგინა. მისი მფლობელი ჯეფ ბეზოსი კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების Forbes-ის „რეალ თაიმ“ რეიტინგში მესამე ადგილზეა 65,8 მილიარდი დოლარით.

კოკა კვირკველია