ქიზიყელი მემაწვნეები კამეჩის მაწვნის გამოშვებას გეგმავენ

მაწვნის შედედების ტრადიცია საქართველოში, სავარაუდოდ, ანტიკური დროიდან იღებს სათავეს და აქედან უკვე არაერთ მეზობელ ქვეყანაში გავრცელდა.

მაწონს, ტრადიციულად, თიხის ქოთნებში ამზადებდნენ, რადგანაც საკვები უმეტესად თიხის ჭურჭელში მზადდებოდა. ეს პროდუქტის გემოზეც დადებითად მოქმედებდა... 28 წლის წნორელმა თეო გელაშვილმა მაწვნის შედედება სწორედ მამაპაპურ ჭურჭელში, თიხის ქილებში გადაწყვიტა და 9 თვის წინ ეს საქმე ორ მეგობართან ერთად (მაკა გელაშვილი და ვაჟა ცაბუტაშვილი) საწარმოო საქმიანობად აქცია. დღეს ეს უკვე მათი ბიზნესის მთავარი მიმართულებაა.

თეო გელაშვილს, მეგობრებთან ერთად,­ საქონლის ფერმა აქვს. მათ ამხანაგობა ჩამოაყალიბეს, მაწვნის ქიზიყური ბრენდი შექმნეს და ნატურალური რძის მაწონს თიხის ქოთნებში ადედებენ. მათ იდეას ხორცშესხმაში სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" დაეხმარა - 15 ათასი ლარი მიიღეს. ვინაიდან თეო დღე-დღეზე შვილს ელოდება, ჩვენთან ლაპარაკი ვერ შეძლო. სამაგიეროდ, თეოს მამა, ბატონი გელა გვესაუბრა:

- თეოსა და მის მეგობრებს ისეთი პროდუქტის გამოშვება უნდოდათ, როგორსაც არავინ აკეთებს. ასეთად თიხის ქილებში შედედებული მაწონი მიიჩნიეს. მაწონს ნატურალური რძით, ყოველგვარი მინარევების გარეშე ადედებენ. თიხის ქოთნებს მათ მიერვე შექმნილი დიზაინითა და წარწერით მეთუნეს ამზადებინებენ. ქოთნები შიგნიდან თაფლის სანთლით არის მოსანთლული, რომ პროდუქტი სტერილური და ეკოლოგიურად სუფთა იყოს.

წარმოების დაწყებისთანავე მაწონმა დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით სიღნაღში ჩამოსულ ტურისტებს მოსწონთ და ამიტომ ამ პროდუქტით სიღნაღის სასტუმროები, რესტორნები და მაღაზიები მარაგდება.

- მინიწარმოება შექმნეს?

- დიახ, ფერმაში. ძროხები დღეში­ 300-400 ლიტრს იწველიან. პროგრამით მოპოვებული თანხით შეიძინეს რძის პასტერიზატორი, ხანგრძლივი პასტერიზაცი­ის აბაზანა და სხვადასხვა რამ, რაც მაწვნის წარმოებისთვის არის საჭირო. ეტიკეტიც მათი შექმნილია.

- არა, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, ეს არც იყო გათვალისწინებული.

- ესე იგი, ყოველ ჯერზე მაწონი ახალ ქილაში დედდება?

- რა თქმა უნდა. ცოტა ხანში კამეჩის მაწვნის გამოშვებასაც აპირებენ. დიდი მოთხოვნილება კამეჩის მაწონზე არ არის, ყველა არ ჭამს, მაგალითად, ფეხმძიმეებისა და ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან ზედმეტად ცხიმიანია, თუმცა კლიენტები მაინც ჰყავს.

ლალი ფაცია

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 აგვისტოს ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად