რუსეთი და ჩინეთი ატომური რეაქტორებით გათანაბრდნენ

ჩინეთი ფუნქციონირებადი ატომური რეაქტორების რაოდენობით რუსეთს გაუთანაბრდა.ამის შესახებ „საერთაშორისო ატომური ენერგიის საააგენტო“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, აქტიური ატომური რეაქტორების რაოდენობის მიხედვით მსოფლიო ლიდერი კვლავ აშშ-ია, სადაც 100 ერთეული რეაქტორი ფუნქციონირებს. მეორე ადგილზეა საფრანგეთი 58, მესამეზე კი იაპონია 43, ხოლო რუსეთი და ჩინეთი მეოთხე ადგილს 35 აქტიური რეაქტორით იყოფენ.

აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში 447 აქტიური ატომური ენერგობლოკია, ხოლო 62 ბლოკს „მშენებარე“ სტატუსი აქვს მინიჭებული

კოკა კვირკველია