შვიდ თვეში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7 თვეში 3,400,335 შეადგინა, ხოლო ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,10.6%-ით მეტია.

როგორც  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განაცხადეს, აღნიშნული მონაცემები უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა. მათივე ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,401,914 შეადგინა, რაც 208,436-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით (ზრდა+17.5%)

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+15.1%), თურქეთიდან (+1.6%), სომხეთიდან (-0.8%), რუსეთიდან (+10.3%) და უკრაინიდან (+24.3%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოირჩნენ სლოვაკეთი +32.8%, ლატვია +25.1%, უნგრეთი +21.4%, ჩეხეთი +19.5% და იტალია +16.5%.

განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია (+472%), ირანი (+457%), პაკისტანი (+455%), ინდოეთი +(347%), შრი-ლანკა (+239%), სირია (+190%), ფილიპინები (+186), ეგვიპტე (+176%) და ომანი (+163%).