საქართველოს, ივლისში 764,022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2016 წლის ივლისის თვის მონაცემებით, საქართველოს 764,022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 26,124-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +3.5%)-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 390,234 შეადგინა, რაც 53,368-ით მეტია 2015 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15.8%).

”პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივლისში გამოირჩნენ: გერმანია +18%, ლიტვა +17%, საბერძნეთი +14% და გაერთიანებული სამეფო +12%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +575%, სირია +453%, ინდოეთი +368%, ეგვიპტე +263% და საუდის არაბეთი +112%”-აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია და 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდი დოლარი (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათივე ინფორმაციით, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ დოლარს (ზრდა +15.7), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია.

2016 წლის პირველ კვარტალში კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე