არასამთავრობოები საფინანსო ბაზარზე რეგულაციების დაწესებას ითხოვენ

არასამთავრობო სექტორი საფინანსო ბაზარზე ე.წ. პირამიდა სისტემის არსებობაზე საუბრობს.როგორც ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" კვლევაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში მომრავლდა ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებლებს შეტანილ თანხაზე საბაზროზე გაცილებით მაღალ სარგებელს სთავაზობენ. როგორც კვლევაშია ნათქვამი, მსგავსი ბიზნესის სტრუქტურა ყოველი მომდევნო მომხმარებლის შენატანზეა დამოკიდებული, რაც თანხის დაკარგვის რისკს ზრდის. "საზოგადოება და ბანკებში" მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობაზე გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე