დემეტრე II-ის "ეროვნული ფული"

დემეტრე II-ის მეფობისას, მისი სახელით თბილისის ზარაფხანაში იჭრებოდა სპილენძის ფული, რომელსაც მთლიანად ეროვნული სახე აქვს და მონღოლთა უზენაესობის არავითარ ნიშანს არ ატარებს.მასზე მხოლოდ ქართული ზედწერილებია წმინდა სამების ხსენებით. თარიღიც ქართული ქორონიკონით არის მითითებული.

დემეტრე II-ის 1280-1286 წწ. მოჭრილი სპილენძის მონეტები მონღოლთა უღლის სიმძიმის შესუსტებისა და საქართველოს პოლიტიკური ავტორიტეტის ზრდის აშკარა მანიშნებელია. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ქართველთა მეფეს პირადი მეგობრობა აკავშირებდა არღუნ ყაენის (1284-1291) პირველ მრჩეველთან, ბუღასთან. როდესაც 1288 წელს არღუნის წინააღმდეგ შეთქმულება გამჟღავნდა და მისი მოთავეობა ბუღას დაბრალდა, დემეტრე II მიხვდა, რომ მონღოლები საქართველოსაც ააწიოკებდნენ, ამიტომ ის თავად ეახლა მონღოლთა ილხანს.

მეფე სიკვდილით დასაჯეს და ამის ფასად ქვეყანა მონღოლთა დარბევას გადაურჩა. მადლიერმა შთამომავლობამ დემეტრე მეფეს "თავდადებული" უწოდა.

სპილენძი. დემეტრე II (1271-1289). 1280 წ.

Av. ქართული ზედწერილი: "დემეტრე მეფეთა მეფე. ქორონიკონი 500" (1280 წ.).

Rv. სიმბოლური ნიშანი. ქართული ზედწერილი: "გვწამს მამაი, ძეი და სული წმინდაი".

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი