კონგოს რესპუბლიკამ დეფოლტი გამოაცხადა

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, კონგოს რესპუბლიკამ 478 მილიონი დოლარის ვალის გადაუხდელობის გამო დეფოლტი გამოაცხადა.

აფრიკული ქვეყნის მთავრობამ ვალი დროულად ვერ დაფარა, რის გამოც ქვეყანა გადახდისუუნაროდ გამოცხადდა. გადახდის ბოლო ვადად 30 ივლისი ჰქონდათ განსაზღვრული.

თუ რამ მიიყვანა კონგო დეფოტლამდე, ამის თაობაზე სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor's-ს განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა ცნობილია, რომ ქვეყანა ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული, რომლის ფასი ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2015 წელს იუწყებოდა, ქვეყანამ ნავთობის ფასების შემცირების გამო დიდი დარტყმა მიიღო. 2014 წელს კონგოს საბიუჯეტო

შემოსავლების 70% სწორედ სანავთობო შემოსავლებთან იყო დაკავშირებული.

კოკა კვირკველია