"ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე დგება და ამ პროცესში ხელოვნური ჩარევა არ ხდება"

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე და ხელოვნური ჩარევა არ ხდება.

ასე უპასუხა ქუმსიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არის ეროვნული ვალუტა ასეთ მაღალ მაჩვენებელზე იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

“ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე და მოთხოვნა-მიწოდება ადგენს ლარის კურსს. ხელოვნური ჩარევა არ ხდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.