ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში შომბი შარპმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ

, რომლის მიზანიც საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობაა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინიტროდან აცნობეს, პროგრამის სრული ბიუჯეტი 6,8 მილიონი ლარია. პროგრამის ერთ-ერთი მიზანი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიების პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობაა.

როგორც ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ არაერთ პროგრამას, მათ შორის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამას (ENPARD), უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს აგრარული დარგის განვითარებაში.

„ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ შეთანხმება გულისხმობს ახალ მიდგომას, რომელმაც ხვალინდელი სოფლის მოდელი, ხვალინდელი სოფლის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს და რომელიც სოფლის განვითარების ყველა კომპონენტს მოიაზრებს“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტმა გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიომ აღნიშნა, სოფლის განვითარების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონოსძიებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის განვითარებაში.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებაში სოფლის მეურნეობის წილის გაზრდა, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მაღალმთიან რეგიონებში სიღარიბის შემცირება და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში შემოსავლის გაზრდა. შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოფლის განვითარებისთვის“, - განაცხადა შომბი შამბმა.

ორწლიანი პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდება.

ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება