თურქეთმა გადატრიალების მცდელობის გამო 100 მილაირდი დოლარი დაკარგა

თურქეთის ეკონომიკამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო 300 მილიარდი ლირა(100 მილიარდი დოლარი) დაკარგა.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Hurriyet ქვეყნის ვაჭრობის მინსიტრ ბიულენტ ტიუფენჩკიზე დაყრდნობით იუწყება. მინისტრის განცხადებით, დეტალური დათვალიების შემდეგ დანაკარგი შესაძლოა გაიზარდოს.

„თუ გავითვალსიწინებთ ყველა სამხედრო თვითმფრინავს, ვერტმფრენს, იარაღსა და ბომბებს(რომლებიც დაზიანდა ან გაანადგურდა ამბოხის დროს) 300 მილაირდი ლირა დაგვიჯდება. დეტალური ანგარიშის შემდეგ ზარალის მასშტაბი შესაძლოა გაიზარდოს“, - განაცხადა მან.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო საზღვარგარეთიდან ბევრი შეკვეთა გაუქმდა და ტურისტებიც თურქეთში აღარ ჩამოდიან.

„სამწუხაროდ ამბოხებულთა წყალობით თურქეთს მესამე მსოფლიოს ქვეყნის იმიჯი აქვს.

ქუჩებში ტანკების ხილვითა და დაბომბვების გამო ხალხს სურვილი დაეკარგა, რომ ქვეყანას ეწვიონ. ყველაფერი ეს კი მოკლევადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ეკონომიკური დანაკარგის გაზრდას“, - დასძინა ტიუფენჩკიმ.

შეგახსენებთ სამხედრო პირების დაჯგუფებამ თურქეთში 16 ივლისს ქვეყნის ხელისუფლების სამხედრო გზით ჩამოგდება სცადა, თუმცა ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების თავიდან აცილება მოახერხა. ამბოხის დროს 265 ადამიანი დაიღუპა.

კოკა კვირკველია