ბრიტანეთის ეკონომიკას სავარაუდოდ ვარდნა ემუქრება

ბრიტანეთის წამყვანი ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკას 50%–იანი ვარაუდით მომავალი 18 თვის განმავლობაში ეკონომიკური რეცესია ემუქრება.

ეკონომიკური და სოციალური კვლევების ნაცინალური ინსტიტუტის შეფასებით, 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაცია 3%–მდე გაიზრდება, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებით არის გამოწვეული. ეკონომიკა კი 2016 წელს 1,7%–ით, ხოლო 2017 წელს მხოლოდ 1%–ით გაიზრდება.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს მოკლევადიანი შედეგია ბიტანეთის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის დატოვების შესახებ.