ჰაკერებმა 65 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

კრიპტოვალუტის ერთ–ერთი მსხვილი ბირჟა Bitfinex–ი, რომელიც ჰონგ კონგშია ბაზირებული, იძულებული გახდა შეეჩერებინა მუშაობა მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა 119 756 ბიტკოინი მოიპარეს

, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი დოლარია.

დღეს მსოფლიოში ბიტკოინებით შესაძლებელია ინტერნეტში ძალიან ბევრი პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენა. ზოგადად მიმოქცევაში დაახლოებით 15,5 მილიონი ბიტკოინი ბრუნავს. ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, ციფრული ვალუტა არ რეგულირდება რომელიმე ცენტრალური ბანკის ან ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

სწორედ ამის გამო, კრიპტოვალუტის გამოყენება ერთის მხრივ შესაძლებლობას აძელევს მის მომხმარებელს შეინარჩუნონ ანონიმურობა, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად ართულებს ფინანსური დანაშაულების მიკვლევადობას.

ელექტრონული ვალუტის ყველაზე მასშტაბური ძარცხვის შემთხვევა 2014 წელს მოხდა, იმ დროისთვის ყველაზე დიდ Mt Gox –ის ბირჟაზე 480 მილიონი დოლარის ღირებულების 850 ათასი ბიტკოინი მოიპარეს, რაც იმ დროს მიმოქცევაში არსებული ციფრული ფულის 7% იყო.