არასამთავრობო სექტორი ავტოსკოლებში არასწორი სწავლების პრაქტიკაზე საუბრობს

არასამთავრობო სექტორი ავტოსკოლებში არასწორი სწავლების პრაქტიკასა და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს.როგორც "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში" აცხადებენ, ავტოსკოლების დიდი ნაწილი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი არაა, ინსტრუქტორების კვალიფიკაცია კი დაბალია. ამასთან, ავტოსკოლები სწავლების პროცესში სხვადასხვა არაკეთილსინდისიერ მეთოდს იყენებენ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გადასახედია განათლების სამინისტროს სასწავლო სისტემაც. არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, ავტოსკოლებზე ლიცენზიების გაცემამდე მათი მკაცრი შემოწმება მოხდეს; ასევე, ცვლილებები შევიდეს მართვის მოწმობის გამოცდის პროცედურებშიც.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე