ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ“, შემდეგ კი - პაატა ბურჭულაძის პარტიამ მიიღო

პოლიტიკურმა პარტიებმა ივლისში შემოწირულების სახით ჯამში 3 486 119 ლარის მიიღეს.

როგორც „ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, აღნიშნულიდან ყველაზე მეტი - 2 124 570 ლარის შემოწირულება პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდის.

აღნიშნული კუთხით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც შემოწირულების სახით 621 527 ლარი აქვს მიღებული, მესამეზე კი - 208 400 ლარით გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“.

შემოწირულების თვალსაზრისით სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: „თავისუფალი დემოკრატები“ – 195 800 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 184 811 ლარი, „გირჩი“ – 103 994 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 9 590 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 000 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 500 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 429 ლარი, „კონსერვატიული პარტია“ – 120 ლარი, „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 100 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია’ – 51 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 40 ლარი.

ამასთან, 21 500 ლარი აქვს მიღებული დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატ ილია კოკაიას, 9 500 ლარი - ასევე დამოუკიდებელ კანდიდატ ირაკლი შიხიაშვილს და 3 ათასი ლარი - გიორგი აფციაურს.