გურიაში ლურჯი ბაღები გაშენდა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გურიაში ახალი მოცვის ბაღები გაშენდა.

შპს „ლურჯი ველი“ -ისა და შპს „მოცვი“ -ის მიერ გაშენებული ბაღების ფართობი 5-5 ჰექტარს შეადგენს. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის კომპანიებმა 75 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს. ორივე ბენეფიციარის მიერ მიღებული დაფინანსებიდან 66 096 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 8 903 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

გურიის რეგიონში აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ხეხილის ბაღები 24 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 1,438 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე