ევროკომისია წევრ ქვეყნებს მომხმარებელთა ინტერნეტით უზრუნველყოფას დაავალდებულებს

ევროკომისია წევრ ქვეყნებს საკანონმდებლო დონეზე დაავალდებულებს, უზრუნველყონ ინტერნეტის მიწოდება მომხმარებლისთვის , იმის მიუხედავად, გააკეთებენ თუ არა ამას კერძო კომპანიები. როგორც euroline.ge წერს, შესაბამისი განცხადება ტელეკომუნიკაციებისა და ერთიანი ციფრული ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა გუნტერ ოტინგერმა განაცხადა.

„ახალი საკანონმდებლო წესების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული იქნებიან გადაიხადონ ინტერნეტის საფასური და უზრუნველყონ მასთან წვდომის უფლება საკუთარი მოქალაქეებისთვის.

ევროკომისიის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, ინტერნეტთან წვდომა ხდება სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება.

არსებული პროექტის მიხედვით, წევრი ქვეყნები ვალდებული იქნებიან დააფინანსონ ინტერნეტის გადასახადი არა სექტორული, არამედ ძირითადი სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - წერს euroline.ge და იქვე აღნიშნავს, რომ პროექტმა უკვე გამოიწვია უკმაყოფილება დედაქალაქებში.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=9754