აუქციონზე ჯონ ლენონის მანქანა გაიყიდება

სააუქციონო სახლი Sotheby ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის სოლისტის ჯონ ლენონის  1956 წელს წარმოებულ ავტომობილს - Austin Princess გასაყიდად გამოიტანს.

ავტომობილი მომღერლის ცნობილი სიმღერის „Imagine“-ის ვიდეორგოლშიც ჩანს, რომელიც ლენონმა  1972 წელს  მეუღლესთან - იოკო ონოსთან ერთად გადაიღო.

როგორც ცნობილი გახდა ავტომობილი მისი შეძენის სარეგისტრაციო დოკუმენტთან ერთად გაიყიდება, რომელიც 1971 წლის 26 აგვისტოთია დათარიღებული.  როგორც Sotheby აღნიშნავს დოკუმენტი თავისთავად ისტორიული არტეფაქტია.

აუქციონი მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ლონდონში გაიმართება. მისი სასტარტო ღირებულება ჯერ არ სახელდება, თუმცა ფასი სავარაუდოდ რამდენიმე მილიონს მიაღწევს.

კოკა კვირკველია