იაპონია ინფრასტრუქტურულ პროექტებში 61 მილიარდ დოლარის დახარჯვას გეგმავს

იაპონია საკუთარი ქვეყნის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 6,2 ტრილიონ იენს(61 მილაირდ დოლარს) დახარჯავს.

მთავრობამ ინფრასტრუქუტრულ პროექტებზე თანხა ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისათვის გამიზნული 132,04 მილიარდი დოლარიდან გამოიყოფა.

როგორც ქვეყნის მთავრობის ანგარიშიდან ვგებულობთ ეს თანხა მოხმარდება, მაგნიტურ ბალიშებზე მოძრავი მატარებლების პროექტის მშენებლობის დაჩქარებას.

ამავე თანხით იაპონია დიდი ზომის საკრუიზო ხომალდების მისაღებად საზღვაო პორტების გაფართოებას და აეროპორტების ტერმინალების გამტარუნარიანობის გაზრდასაც გეგმავს.

იაპონიის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ გასულ წელს საკრუიზო ლაინერებით 1,1 მილიონი ტურისტი მიიღო, რაც 2014 წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

მომდევნო წლებში ხელისუფლება ამ რიცხვის 5 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

2020 წლის ოლიმპიური თამაშების პერიოდისთვის იაპონია 40 მილიონამდე ტურისტის მიღებას ფიქრობს.

კოკა კვირკველია