ლონდონმა ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქის სტატუსი დაკარგა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა ლონდონმა ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ და მეორე ადგილს ნიუ-იორკი და ჰოგ-კონგი იყოფენ. როგორც WSJ იტყობინება რეიტინგი საბროკერო კომპანია Savills-ის მიერაა შედგენილი.

კვლევა დაფუძნებული ერთი ადამიანის ერთი წლის ხარჯებზე, რომელიც დაქირავებულ ბინაში ცხოვრობს და ოფისში მუშაობს.

ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ლონდონი ამ რეიტინგს სათავეში ედგა, თუმცა „ბრექსიტმა“, გირვანქა სტერლინგის კურსის ვარდნისა და ქვეყნის ეკონომიკაში პესიმისტური განწყობების ზრდის გამო, მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

რეიტინგის ლიდერ ქალაქში, ნიუ-იორკში ერთი მუშაკის დანახარჯებმა ერთი წლის მანძილზე 114 ათასი დოლარი შეადგინა, ჰონგ-კონგში კი ეს ციფრი 100,984 დოლარს აღწევს, ხოლო ლონდონში 100,141 დოლარს.

ათეულში ასევე მოხვდნენ ტოკიო, პარიზი, სან-ფრანცისკო, სინგაპური, დუბაი, სიდნეი და მეათე ადგილზე ლოს-ანჟელესია.

კოკა კვირკველია