Mercedes  ელექტორომობილის გამოშვებას გეგმავს

პრემიუმ  კლასის ავტომწარმოებელი გერმანული კომპანია Mercedes-Benz ელექტრომობილების ხაზის გამოშვებას გეგმავს

, რომელიც   BMW-სა და Tesla-ს ელექტრომობილებს პირდაპირ კონკურენციას გაუწევს.

როგორც Bloomberg-ს  ამ პროექტთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, Mercedes  ორი ელექტროძრავით აღჭურვილი ყველგანმავლისა და ორი სედანის წარმოებას გეგმავს.

პირველი ელექტრომობილის პრეზენტაცია რამდენიმე კვირაში პარიზის ავტოშოუზე იგეგმება. როგორც ცნობილია „სამქიმიანები“ ელექტრომობილების წარმოებას სამოდელო გამაში უკვე არსებულ ავტომობილებზე დაყრდნობით  გეგმავდნენ.  რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უფრო იაფი იყო, ვიდრე მის კონკურენტ BMW-ს უჯდება, სადაც  ელექტრომობილებს ცალკე ხაზი ეთმობათ. Tesla კი ისედაც მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებს. Mercedes-ის პროგნოზით ახალი ხაზის ჩაშვება 2020 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება.

ცნობისთვის Mercedes-Benz -ისთვის ელექტრომობილების წარმოება ახალი არ არის, მის სამოდელო გამაში სრულად ელექტროძრავით აღჭურვილი რამდენიმე მოდელია მათ შორისა Smart-ის ავტომობილებიც,  თუმცა დამოუკიდებელი ხაზი კომპანიას ამ მიმართულებით ჯერ ჰქონია.

კოკა კვირკველია