უცხოელი ეკონომისტების რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა, პროდუქტიულობის ამაღლება და კერძო სექტორის ხელშეწყობა - ასეთი რეკომენდაციები მიიღო საქართველოს მთავრობამ ამერიკელი ეკონომისტებისგან.

"საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმის" ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სპეციალისტებთან და ბიზნესსექტორთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების საკითხები განიხილეს. როგორც ფორუმზე აღინიშნა, ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია სამუშაო ძალის და წარმოების პროდუქტიულობის ზრდა, ასევე, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის სწორი თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე