ბორჯომში საავტომობილო გზებზე შეზღუდვა მოხსნილია

ბორჯომში ამ ეტაპზე საავტომობილო გზებზე ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ჩატარებული ინტესნიური სამუშაოების შედეგად სრულად გაიწმინდა პლატოზე არსებული საავტომობილო გზა, შესაბამისად გადაადგილება თავისუფალია სოფლების სადგერისა და ცემის მიმართულებით. ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს წაღვერისა და ბაკურიანის მიმართულებითაც.

გამგებლის განმარტებით, გაიხსნა ასევე ცენტრალური პარკის დასასვენებელი ზონა. დამსვენებელს მინერალური წყლით სარგებლობა თავისუფლად შეუძლიათ. ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ პარკის გარკვეულ მონაკვეთზე მოქმედებს შეზღუდვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ ბორჯომის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდებაც სრულად აღუდგა. ხოლო რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლებს დენი უახლოეს საათებში მიეწოდებათ.