ქართული მონეტა, რომელზეც ერთდროულად ქრისტიანული ლოცვა და არაბული წარწერაა

XIII საუკუნის პირველ ნახევარში მონღოლებმა მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო შექმნეს.

30-იანი წლების მიწურულს მათ საქართველო დაიპყრეს და აქ ხანგრძლივად გაბატონდნენ. XIII ს-ის 60-იანი წლებისთვის ერთიანი მონღოლთა იმპერია დაიშალა. ჰულაგუ ხანმა შექმნა მონღოლთა იმპერიის V ულუსი, ე. წ. "ილხანთა სახელმწიფო".

1256 წლიდან საქართველო ოფიციალურად ირანის მონღოლი მმართველების, ილხანების, ვასალად ითვლებოდა. ილხანთა სახელმწიფოს წარმოქმნის შემდეგ, მონღოლებმა არსებული არაბული ფულადი, წონითი სისტემით დადგენილი, დირჰემის (დრამის) წონა საკუთარ სამონეტო სისტემას დაუდეს საფუძვლად. ილხანის სახელი ქართულ მონეტაზე მხოლოდ 1280

Advertisement

წლიდან ჩნდება. იწყება მონეტის მოჭრა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში "ქართულ-ჰულაგუიდური მონეტების" სახელწოდებითაა ცნობილი.

მონეტის ავერსზე დატანილია უიღურული ზედწერილი, ხოლო რევერსზე ქრისტიანული ლოცვა არაბული დამწერლობით და ჯვრის გამოსახულება, ნაცვლად მუსლიმური სიმბოლოსი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ჰულაგუიდების ერთადერთი ქვეშევრდომთაგანი იყო, რომელიც თავს უფლებას აძლევდა მონეტებზე ქრისტიანული ლოცვა მოეთავსებინა. ეს კი ილხანთა მხრიდან დიდი კომპრომისი გახლდათ.

ვერცხლი. ქართულ-ჰულაგუიდური. ვახტანგ III (1297-1308)

Av. უიღურული ზედწერილი: "დიდი ხაყანის ნაცვლის ყაზანის სახელით ნაჭედი".

Rv. გამოსახულია ჯვარი. არაბული ზედწერილი: "სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, ღვთისა ერთისა". ქართული ზედწერილი: "ვახტანგ მეფე".

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი