წელს ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული

ვაზი და ვენახი წმინდაა ქართველი კაცისთვის და ჩვენ განსაკუთრებულად ვზრუნავთ სწორედ მევენახეობაზე

, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, ”ქართული ოცნების” კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ზრუნავს იმაზე, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის წარმოებაც შეეძლოს და შემოსავალიც შესაბამისი ჰქონდეს. ”ვაზი და ვენახი წმინდაა ქართველი კაცისთვის, და ჩვენ განსაკუთრებულად ვზრუნავთ სწორედ მევენახეობაზე. ეს არის ჩვენი ფესვები, ჩვენი სამშობლოს სიმბოლო და ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ, გავაგრძელოთ და შვილებს გადავცეთ მამა-პაპათა ტრადიციები. ჩვენ იმაზეც ვზრუნავთ, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის წარმოებაც შეეძლოს და შემოსავალიც შესაბამისი ჰქონდეს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა წელს ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ”წელს ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარი გავითვალისწინეთ, 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს წელს ყურძენს და მოსავალი არ დარჩება ჩაუბარებელი. ჩვენი განსაკუთრებული მიდგომა შედეგს გამოიღებს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული ღვინო თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით და ღირსეულ კონკურენციასაც გაუწევს ცნობილ ქვეყნებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.